ENGLISH
ჩვენს
შესახებ
ბიზნეს პროფილი - თთბ
ჩვენს შესახებ
ბიზნეს პროფილი - თთბ
მისია
ჩვენი მისიაა კომპანიის ზრდა მომხმარებლებისათვის ინოვაციური, ძლიერი და მაღალხარისხოვანი პროდუქციისა და მოქნილი გადაწყვეტილებების შეთავაზების გზით.

ღირებულებები

კლიენტებისათვის
კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე: ჩვენ ვპირდებით მათ დახმარებას საჭირო პროდუქტის იდენტიფიკაციასა და შეძენაში; ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ კლიენტთან, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება და მოკლე დროში გადავჭრათ ნებისმიერი საკითხი და დროულად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები

თანამშრომლებისათვის
დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლებით. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო, რომელშიც თითოეულ მათგანს ექნება სტაბილურობის შეგრძნება და ყველა პირობა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისთვის. 


ქვეყნისათვის
ჩვენ ვცდილობთ მაქსიმლაური წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩვენი გამჭვირვალობით, გულწრფელობითა და პასუხისმგებლობით გვსურს ვიყოთ სანიმუშო კომპანია.

მიზანი
ჩვენი მიზანია მიღებული გამოცდილების, მოქნილი პოლიტიკისა და მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობის ხარჯზე გავხდეთ საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორები და დავარწმუნოთ ჩვენი მომხმარებლები, რომ ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელია ხარისხიანი პროდუქციისა და კომპლექსური მომსახურების სასურველ დროს შეთავაზება
Copyright © 1999-2012 Hyundai Heavey Industries. All Rights Reserved.
Legal Notice | E-mail