ENGLISH
სიახლეები
Intermat 2012, საფრანგეთი
სიახლეები
Intermat 2012, საფრანგეთი 
15.11.2012
კომპანია Hyundai Heavy Industries Europe–მა (HHIE) 2012 წლის 16–21 აპრილს მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ გამოფენაში – INTERMAT 2012 სადაც წარადგინა ახალი, ეკოლოგიური ხაზის 9A სერიის ჰიბრიდული ექსკავატორები, რომლებიც საწვავის 25% –ანი ეკონომიით გამოირჩევა. ყველაზე მნიშვნელოვან განსხვავებას ახალ 9A და 9 სერიებს შორის განახლებული Tier 4 –ი ტიპის ძრავი წარმოადგენს. ახალმა 9A სერიამ სიმძლავრისა და კომფორტის შენარჩუნებასთან ერთად შესძლო შეემცირებინა გამონაბოლქვი და საწვავის ეკონომიურობა გაეუმჯობესებინა. შედეგად მივიღეთ უფრო „ნაკლები მადის მქონე“ და ეკოლოგიურად სუფთა ექსკავატორი.
სხვა მოდელებთან ერთად გამოფენაზე წარდგენილ იქნა 120 ტონიანი ექსკავატორი R1200-9 რომელიც მთელს გამოფენაზე ყველაზე დიდ მანქანას წარმოადგენდა. R1200-9 გამოირჩევა მძლავრი 6 ცილინდრიანი ძრავით Cummins QSK23, რომლის სიმძლავრე 760 ცხენის ძალაა.

<< უკან
Copyright © 1999-2012 Hyundai Heavey Industries. All Rights Reserved.
Legal Notice | E-mail