ENGLISH
სიახლეები
VIP ტური კორეაში
სიახლეები
ყველაზე მიმზიდევლ და სანახაობრივ მოვლენას კორეაში Hyundai–ის VIP ტური  წარმოადგენს
15.11.2012
HCE - მ აპრილსა და მაისში კორეაში გამართულ VIP შეხვედრაზე მთელი მსოფლიოს მაშტაბით 1000–ზე მეტ დილერსა და დამკვეთს უხმო.
წარმომადგენლებმა ქალაქ ულსანში Hyundai Heavy Industries–ის გემთსაშენი და სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი ქარხანები დაათვალიერეს. ტურის შემდეგ სტუმრებს არაჩვეულებრივი სადილით გაუმასპინძლდნენ, რომელიც გაფორმებულ იქნა სხვადასხვა ღონისძიებებით. ამის შემდგომ, ქალაქ Eumseong–ში გამართულ სადემონსტრაციო შოუმ სტუმართა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. მათ Hyundai-ს ექსკავატორების, ფრონტალური დამტვირთველებისა და მინი დამტვირთველების მონაწილეობით შთამბეჭდავი წარმოდგენა იხილეს. სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ Test Drive–ის მეშვეობით გამოეცადათ ახალი 9S სერიის ექსკავატორები და ფრონტალური დამტვირთველები, რის შემდეგაც ჰიუნდაის უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ტექნიკაზე საკუთარი შთაბეჭდილებები ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ. მოგვიანებით სტუმრებმა HCE–ის მაღალტექნოლოგიური ტრენინგ ცენტრი და სათადარიგო ნაწილების საერთაშორისო სადისტრიბუციო ცენტრი მოინახულეს. აღნიშნული VIP ტური ხელს უწყობს Hyundai –ის დილერებსა და კლიენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

<< უკან
Copyright © 1999-2012 Hyundai Heavey Industries. All Rights Reserved.
Legal Notice | E-mail